2019-11-21 15:35:49
რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი სოფიაში

საქართველოს პარლამენტის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის რიგით 54-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა 19-21 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში.

ასამბლეის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „ევროკავშირისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომლობის პერსპექტივები“. ასამბლეის სხდომის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის მუშაობაშიც რამაზ ნიკოლაიშვილმა მონაწილეობა მიიღო როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. კომიტეტის ფარგლებში განიხილეს სატრანსპორტო გზების განვითარების საკითხები, რომლის შესახებაც მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაცია.

ასამბლეის დასასრულს საქართველო მომდევნო 6 თვის ვადით გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა და 2020 წელს უმასპინძლებს გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესიას.

ამავე თემაზე