2019-11-21 13:45:39
"ქართული ოცნება" საბოლოოდ დასრულდა - გერმანული მედია

"ქართული ოცნება" საბოლოოდ დასრულდა - ასე ეხმაურება გერმანული მედია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. გერმანული გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი. გამოცემის თქმით, მომიტინგეების მიმართ, უსაფრთხოების ძალების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება და დაშავებული მოქალაქეები, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა იმისა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად.

"ქართული ოცნება" საბოლოოდ დასრულდა. მომიტინგეების მიმართ, უსაფრთხოების ძალების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება და დაშავებული მოქალაქეები, სხვა არაფერია, თუ არა დარჩეს ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად. რეჟიმმა უკვე რამდენჯერმე გადაკვეთა წითელი ხაზები. ამას უკვე ადგილი ქონდა 20 ივნისს, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის წარმომადგენელი იხილა ქართველმა ხალხმა. იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი საქართველოს ტერიტორიების 20%-ს იკავებს, ეს იყო შეურაცხმყოფელი ხალხისთვის და მათი აღშფოთება არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა. ამ ფონზე, არანაკლებ პროვოკაციული იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, რომელიც ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელმაც ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეები დაარბია.

იმავეს თქმა შეიძლება ჩავარდნილ კანონპროექტზე და იმ შეუსრულებელ დაპირებაზე, რომელიც ეხება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. "ქართული ოცნების" ლიდერს, იდუმალებით მოსილ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს თავის მიმდევრებთან ერთად, აშკარაა არ აინტერესებთ, რომ გამოკითხვის შედეგებით როგორც არასდროს ისეთი დაბალია და ფსკერს უახლოვდება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლეს მომავალში, მმართველი გუნდის სასიკეთოდ რამე შეიცვალოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელისუფლების დემოკრატიული შეცვლა, რომელიც ერთხელ უკვე განხორციელდა, უფრო მეტად შესაძლებელი იქნებოდა, საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობებში.
როგორც ევროკავშირი, ასევე შეერთებული შტატები ორივე მხარეს ზომიერებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებენ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ იაფფასიანმა მოთხოვნამ სიტუაციის განმუხტვა მოახდინოს, მით უფრო, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნებით, ფიზიკურად უსწორდება დემონსტრანტებს. აქციის მონაწილეები უკან არ იხევენ და აგრძელებენ თავიანთ მოქმედებებს. და ასე იქნება (მწარე) დასასრულამდე" - წერია სტატიაში.

 

 

 

https://taz.de/Proteste-in-Georgien/!5638915/

ამავე თემაზე