2019-11-20 16:10:16
გეუბნები შენ დიანა ტრაპაიძეს რომ შეფასება არ გააკეთე, ვერ ამოგათქმევინეთ ვერც თქვენ, ვერც ინგა გრიგოლიას და ვერც ნინო ჟიჟლაშვილს, რომ ეს ძალადობრივი აქტი იყო - ყაველაშვილი ტრაპაიძეს (ვიდეო) 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა.

ყაველაშვილი "ტვ პირველის" მიერ პროცესების გაშუქებით უკმაყოფილოა. 

"20 ივნისს რას გეუბნებოდით მე? რომ მივლიდით გვერდს რომ არაფერი ძალაოდბა არ ყოფილა, თქვენ მედიამ შეფასება არ გააკეთეთ, რომ ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე.პირდაპირ გეუბნები შენ დიანა ტრაპაიძეს რომ შეფასება არ გააკეთე, ვერ ამოგათქმევინეთ ვერც თქვენ, ვერც ინგა გრიგოლიას და ვერც ნინო ჟიჟლაშვილს, რომ ეს ძალადობრივი აქტი იყო. გადაიტანეთ აქცენტი იმ დაზარალებულ ახალგაზრდებზე. ამით გინდოდათ სპეკულირება მთელი საზოგადოების"-მიმართა ყაველაშვილმა ტრაპაიძეს, რაზეც ჟურნალისტმა მიმართა რომ დამშვიდებულიყო,

"არ ინერვიულოთ, მე ვერ დამაკომპლეკსებთ" - უპასუხა დიანა ტრაპაიძემ.

ამავე თემაზე