2019-11-20 12:23:46
Amnesty International - ირანში საპროტესტო აქციების დროს 200 -მდე ადამიანი მოკლეს

ირანში მთავრობასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. უკვე დაახლოებით 60 საათია გასული მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულ ტერიტორიაზეა ინტერნეტი გათიშული, რაც უპრეცედენტო ფაქტია 80 მილიონიან ქვეყანაში. ინფორმაციას ავრცელებს amnesty international-ი

4 დღიანი პროტესტის განმავლობაში 100მდე მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი და 3000მდე დაშავებული, ხოლო 1000 კი დაკავებულია. ირანის უსაფრთხოების ძალები ამ დრომდე იყენებენ ლეტალურ ტყვიებს და დაუნდობლად უსწორდებიან პროტესტის აქტიურ მონაწილეებს.

სოციალურ ქსელ TWITTER-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ასახავს კადრებს, თუ როგორ ესვრიან ცეცხლსასროლი იარაღებიდან სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს .

დემონსტრანტებმა აგრეთვე დაწვეს ირანში აიათოლა ჰომეინის ქანდაკება, რომელიც ირანული რევოლუციის სიმბოლოს წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც თეირანში.

გავრცელდა აგრეთვე ვიდეო, რომელშიც ასახულია,თუ როგორ იწვის ცენტრალური ბანკის შენობა.

შეგახსენებთ, რომ მიტინგები დაიწყო 15 ნოემბერს ირანის რამდენიმე ქალაქში, რომლის მიზეზიც გახდა მომატებული ფასები ბენზინზე ( 13 ცენტით გაიზარდა ფასი საწვავზე) და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესება. აღნიშნული პროტესტი გადაიზარდა ანტისამთავრობო გამოსვლებში, რის გამოც მთავრობა ახორციელებს სადამსჯელო ოპერაციებს რევოლუციური სცენარის პრევენციისა და რეჟიმის შენარჩუნებისთვის. 

ამავე თემაზე