2019-11-15 14:48:32
აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანათ ადვოკატები და გაცნობოდნენ საქმის მასალებს.

„არ ყოფილა პიკეტირება, ეს იყო ჩვენი პროტესტი და ამ ფორმით მისი გამოხატვის უფლება გვქონდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა, რეზო ხარაზმა.

სამართალდამცავებმა ოთხი პირი აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ამავე თემაზე