2019-11-15 14:19:21
„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი დაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. 

პარტიის ოფისში პარლამენტის უკვე ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობიდან და საპარლამენტო თანამდებობებიდან წასული დეპუტატები თამარ ხულორდავა და მარიამ ჯაში მივიდნენ. 

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი.  

ამავე თემაზე