2019-11-15 13:51:35
ჩემი არგუმენტი არის ის, რომ პროპორციული სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შეიქმნას სამთავრობო კრიზისი, შესაძლოა ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა - წილოსანი 

ჩემი არგუმენტი არის ის, რომ პროპორციული სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შეიქმნას სამთავრობო კრიზისი, შესაძლოა ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა - უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს

"მივდივარ გურიაში, რომ შევხვდე მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს და ვესაუბრო მათ გუშინდელ დღეზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე, არგუმენტებზე რაც არაერთხელ მითქვია მათთვის, მოვისმინო მათი მოსაზრება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრიტიკაც, თუმცა ეს არის ის ჯანსაღი ურთიერთობა რაც ყველაზე ძალიან მომწონს ჩემს საქმიანობაში. ჩემი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ვარ მე მათი მაჟორიტარი.

"ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო მეტი მაქვს სათქმელი, ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური და მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებს და რათქმაუნდა ჩემს კოლეგებს. მიხარია, რომ მომეცა საშუალება თავისუფალი არჩევანი გამეკეთებინა. ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 2020 წელს საარჩევნო პროპორციული სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შექმნას სამთავრობო კრიზისი, შესაძლოა ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე იქნება ძალიან დამაზიანებელი. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, არ დამეჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას 2020 წლისთვის. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევანი მე გავაკეთე 2017 წელს როდესაც გუნდის გადაწყვეტილებით, მოხდა კონსტიტუციის რეფორმა და პირდაპირ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩაიდო 2024 წლიდან." - აცხადებს წილოსანი ვიდეო მიმართვაში.

ამავე თემაზე