2019-11-15 12:54:30
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს - წილოსანი

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი. წილოსანის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის, რაც მისი თქმით, საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.

"მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს. ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემი პოზიციის დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისია, ვახსენო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება“,- განაცხადა წილოსანმა.    

ამავე თემაზე