2019-11-15 12:33:15
არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია - ჩუგოშვილი

არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია - ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საპარლამენტო თანამდებობისა და უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მარტივი არ იყო.

„გადაწყვეტილება ნამდვილად ძალიან რთულია. არ უარვყოფ, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. გუშინ საკმარისად ავხსენით, რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროდ რატომ ჩავთვალეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემს კოლეგებს დამატებით გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გესაუბროთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ, რადგან ჩემს კოლეგებთან მეტი კონსულტაცია მჭირდება. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო ფრაქციის შექმნას, ჩუგოშვილის თქმით, საბოლოო ნაბიჯებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია. ამიტომ, არ მინდა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არც თქვენ და არც საზოგადოებას. არ მინდა, ვიჩქარო. გარკვეული დრო გვჭირდება, არც ისე ბევრი, იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგაწოდოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე