2019-11-15 12:05:24
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორები" უმრავლესობის რიგებს ტოვებს

ფრაქცია " ქართული ოცნება - კონსერვატორები" უმრავლესობის რიგებს ტოვებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით.

იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, - განაცხადა ძიძიგურმა. 

   

ამავე თემაზე