2019-11-15 11:55:08
უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ - ქაცარავა

დაბრუნებას რაც შეეხება, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ მათთან, ვინც უმრავლესობა დავტოვეთ, ასევე, ჩვენს კოლეგებთან, თუ ამის საჭიროება იქნება - ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომელმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობის დატოვა. 

„იმ კოლეგებმა, ვინც გუშინ უმრავლესობა დავტოვეთ, შევთანხმდით, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ შევიკრიბებით და დეტალურად განვიხილავთ ჩვენი სამომავლო გეგმები რა არის. ამ წუთას ვერანაირ კონკრეტიკას ვერ გეტყვით. კოლეგებთან შეხვედრას რაც შეება, სამი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ბუნებრივია, მათთან შეხვედრები ახლაც გვაქვს და ძალიან ნორმალური პროცესია. დაბრუნებას რაც შეეხება, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ მათთან, ვინც უმრავლესობა დავტოვეთ, ასევე, ჩვენს კოლეგებთან, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ქაცარავამ. 

კითხვაზე, იგეგმება თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, ქაცარამ თქვა, რომ „ასეთი გეგმები ამ წუთას არ არის“.

დეპუტატმა ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, გეგმავენ თუ არა უმრავლესობის ყოფილი წევრები ფრაქციის შექმნას.

„ამ ეტაპზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც თქვენ გაინტერესებთ. მესმის, რომ ინტერესი არის“, - აღნიშნა ქაცარავამ.  

ამავე თემაზე