2019-11-15 11:25:46
კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია - ევროსაბჭოს განცხადება

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გამოეხმაურნენ. ისინი შეწუხებულები არიან იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

„ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება გახლდათ და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნულია ევროსაბჭოს თანამომხსენებლების განცხადებაში.   

ამავე თემაზე