2019-11-15 11:00:52
აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ შენობის ბლოკირება კანონით ისჯება და მათ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეების ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

 

ფოტო:პირველი არხი

ამავე თემაზე