2019-11-15 10:58:14
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

მონაწილეები უწყების შესასვლელ კართან დგანან და ამბობენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს არ შეუშვებენ. ადგილზე, ენმ-ს წარმომადგენლების გარდა, მოქალაქეებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ.  

ამავე თემაზე