2019-11-15 10:38:50
მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე - მარგველაშვილი 

მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას გააკეთა.

„აქედან მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთებისა და ბრძოლის მხარდამჭერი“, –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე.

ამავე თემაზე