2019-11-15 10:32:23
პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ივანიშვილს - კრამერი

პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ივანიშვილს - ამის შესახებ განცხადება, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტევიუში თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

"ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროტესტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ.”- კრამერი.

ამავე თემაზე