2019-11-13 18:49:11
პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს უსმენენ. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მინისტრმა განაცხადა რომ, ახალი ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებულია, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. 

უწყების ხელმძღვანელის თქმით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის.

„ჩვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაზარდა ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი. 2017-2020 წლებში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა ეყრდნობოდა სამ ძირითად პრინციპს, ესენია: ფისკალური დეფიციტის შემცირება, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ყველა ეს პრინციპი საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, რომლის ყველა მიმართულება მთავრობამ წარმატებით შეასრულა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე