2019-11-12 18:57:14
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზევე  გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი, სხეულის დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე