2019-11-12 18:49:47
მოვედი იმ საქმისთვის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა - მელია პროპორციულ სისტემაზე

მოვედი იმ საქმისთვის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" საუბრისას გააკეთა. მელიას თქმით, მას სურს დაესწროს მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ეხება.

"მოვედი იმ საქმისთვის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა მას შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირი გაგებით ადამიანებს ხორცი ამოგლიჯა და თვალები დათხარა. მე მგონი, არავის ჰქონდა უფლება, რომ ამ კენჭისყრაზე არ მოსულიყო", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე