2019-11-12 18:49:52
ნიკა მელია პარლამენტშია და კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. ნიკა მელიას თქმით, არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს.მისივე განცხადებით დღეს, პარლამენტში მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ეხება.

"მე პირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს, იმ საქმისთვის რაც გაჩნდა მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" ადამიანებს ხორცი ამოგლიჯა და თვალები დათხარა. მე მგონი არავის არ ჰქონდა უფლება რომ დღეს ამ კენჭისყრაზე არ მოსულიყო და სწორედ ამას ემსახურება დღეს ჩემი პარლამენტში მოსვლა. ჩვენ ბოლო ერთი საათის განმავლობაში ვადევნებთ თვალს უნიჭო სპექტაკლს, რომელიც გულისხმობს ამ ინიციატივის ჩაგდებას ",-აცხადებს ნიკა მელია.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა. სხდომის განახლების შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ.

ამავე თემაზე