2019-11-12 18:06:45
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის პროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა

ოპოზიციის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, 52 წინააღმდეგი წავიდა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.  

კანონპროექტს მაღალი მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობას კანონპროექტის გასატანად საჭირო მინიმუმ 113 ხმა არ აქვს და შესაბამისად კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.  ოპოზიცია თანახმაა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. 

ამავე თემაზე