2019-11-12 17:48:21
არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

მოძრაობამ “ქვეყნის სამსახურში” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად დღეს, 20:00 პარლამენტთან აქციას აანონსებს.

"პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება! პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება! 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო! - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამავე თემაზე