2019-11-12 17:43:48
როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით... ქვეყანას თქვენ მართავთ, ბატონებო და არა „ნაციონალური მოძრაობა - ბობოხიძე


 ქვეყანას თქვენ მართავთ, ბატონებო და არა „ნაციონალური მოძრაობა,  როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით  - მიმართა უმრავლესობას ,,ევროპული საქართველოს" წევრმა კაკო ბობოხიძემ. 

დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში სწორედ ისინი არიან და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამდენად, გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია. 

„დღეს ვიხილეთ კლასიკური გალაშქრება მთავარი პოლიტიკური სისტემის წინაშე. რეალურად, თქვენ გაილაშქრეთ პარტიული სისტემის წინააღმდეგ, როდესაც ადამიანებს ელაპარაკებით, რომ თურმე პარტიები არიან წურბელები, რომლებიც ბიუჯეტზე სხედან და წურბელასავით სისხლს წოვენ ქვეყანას. ამას ელაპარაკებით პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააოგნეთ ქვეყანა არანორმალური დანამატებით და პრემიებით.

მეორე ნაწილი - რაზედაც თქვენ ახლა დაობთ, ბლოკები უნდა იყოს თუ არა. მაპატიეთ, მაგრამ რა კანონის და თქვენი გასარკვევი უნდა იყოს, რომელი პარტია ვისთან მივა და როგორ მივა? რატომ უნდა იყოს ეს საერთოდ პარლამენტის სამსჯელო? ვისაც უნდა მივიდეს ერთმანეთთან - პრორუსული, პროდასავლური, მემარცხენე, მემარჯვენე... ხალხმა შეაფასოს მერე იმ პარტიების გულწრფელობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებისაა და ერთად მოიყრიან თავს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით და როდემდე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანას თქვენ მართავთ, ბატონებო და არა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბობოხიძემ.   

ამავე თემაზე