2019-11-12 17:38:50
დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე... მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება - ჯაფარიძე

„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე დაკრძალეს წესის აგების გარეშე, ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს. 

"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე

მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით

მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება

მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად

რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?

ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია,"-წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა" გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.

“გირჩი“ ამბობდა, რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურდა. თავდაპირველად ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, თუმცა “გირჩმა“ მალევე გაავრცელა საპასუხო განცხადება, სადაც წერდნენ, რომ აღნიშნული მოწმობა უკვე გაუქმებული იყო.           


 

ამავე თემაზე