2019-11-12 17:23:59
ხელისუფლებას თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად, ქართულ მარშებიანად, შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკურად წერტილი უნდა დავუსვათ - ბოკერია 

ხელისუფლებას თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად, ქართულ მარშებიანად, შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკურად წერტილი უნდა დავუსვათ - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლება აძლიერებს საქართველოს მტრის გზავნილებს, თითქოს თავისუფლება და ქვეყნის არჩევანი ეროვნულ იდენტობასთან შეუთავსებელია.

„ივანიშვილის გუნდის ჩვეული უტიფრობაა, როგორც ოპოზიციაში ყოფნის დროს იქცეოდნენ, შემდეგ ხელისუფლებაში გააგრძლეს. პროპაგანდას ეწევიან პროპუტინური გზავნილის, რომ თითქოს თავისუფლება და ქვეყნის არჩევანი ჩვენს ტრადიციებთან შეუთავსებელია. იმედი აქვთ, რომ როცა აღარაფერი რჩებათ, „ასავალ-დასავალის“ სტილში ტალახის სროლა არის ხსნა მათთვის, რაც არ გაუვათ. ამ გზავნილის დამაჯერებლობა საფუძვლიანად დაეცა. ხალხი ხედავს, შეიძლება მცირე ნაწილს სჯეროდეს, მაგრამ ეს არ უშველით. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ზიანს აყენებენ, რადგან აძლიერებენ იმ გზავნილებს, რაც საქართველოს მტერს და საქართველოს შიგნით თავისუფლების მტრებს აქვთ. მათი გზავნილია, თითქოს ტრადიციების დაცვა და ეროვნული იდენტობა კინფლიქტშია თავისუფლებასთან, თავისუფალ სამყაროსთან და რუსეთია ჩვენი ხსნა. ეს არის ქვეყნისთვის მტრული გზავნილი, ამას აკეთებენ წლებია და ამიტომაც ამ ხალხს თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად, ქართულ მარშებიანად უნდა დავუსვათ პოლიტიკურად წერტილი მშვიდობიანად შემდეგ არჩევნებზე”, – აცხადებს ბოკერია.

ამავე თემაზე