2019-11-12 17:10:02
ივანიშვილის დავალება - უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასაგდებად ემზადება?

"პირველი რადიოს" ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილება საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩააგდოს.

არაოფიციალური ინფორმაციით ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ - ფრაქციის თავმჯდომარის განცხადება, რომ მაჟორიტარები ცვლილებების წინააღმდეგი არიან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის სულ 113 ხმაა საჭირო. უმრავლესობა სულ 105 პარლამენტარისგან შედგება, თუმცა მაჟორიტარების უმეტესობა სწორედ ამ უმრავლესობის წევრია. ცვლილებები უმცირესობაში, ნაციონალების ფრაქციაში და 10 დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება მიღებული, თუმცა საკითხს ის ართულებს, რომ ზუსტად უცნობია, უმრავლესობის წევრი მაჟორიტარების რაოდენობა, რომლებიც ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.

ასევე "პირველი რადიოს" არაოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობა მომხრეების მობილიზებას ვერ ახერხებს და შესაძლოა ჩაგდების შემთხვევაში თავის გამართლების მიზეზი სწორედ ეს გახდეს - თუმცა ამავე ინფორმაციით საკონსტიტუციო ცვლილებების  ჩაგდების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და დავალება უმრავლესობამ ივანიშვილისგან მიიღო.

ამავე თემაზე