2019-11-12 15:18:11
არ გაბედოთ პროპორციულის ჩაგდება, თორემ არ დაგინდობთ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას! - დიღმელაშვილი

არ გაბედოთ პროპორციულის ჩაგდება, თორემ არ დაგინდობთ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას! - წერს სოციალურ ქსელში, "სირცხვილიას“ ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.

"არ გაგივათ ეს "დემოკრატიობანა". ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წასვლა რომ შეგძლებოდათ, აქამდე ვნახავდით თქვენს პრინციპულობას. ახლა თუ პროპორციულს ჩააგდებთ, ესეც ბიძინას ნება იქნება. ხელი არ წაგიცდეთ, თორემ გამოვალთ. არა თქვენს წინააღმდეგ, მანქურთებო – თქვენს წინააღმდეგ გამოსვლა თქვენთვის კომპლიმენტია, რომელსაც არ იმსახურებთ – არამედ კონკრეტულად ბიძინას წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით ხალხს გვაქვს უფლება ავჯანყდეთ, თუ ეს უკანასკნელი საშუალებაა ტირანიის წინააღმდეგ. სახელმწიფოს ყველა შტოს დამონებას სხვა არაფერი ქვია." - წერს დიღმელაშვილი.


 

ამავე თემაზე