2019-11-12 14:57:39
ივანიშვილის ნება, რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა - ბოკუჩავა

ივანიშვილის ნება, რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, პლენარულ სხდომაზე ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.

"ივანიშვილი თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი ყველა ინსტიტუციით, ეკუთვნის მას, რომ ის არის ბატონ-პატრონი აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციის. მან დანიშნა ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად, დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად საკუთარი დაცვის წარმომადგენელი, ქართუში მისი თანაშემწე თავდაცვის მინისტრად, ქართუს ინჟინერ ინფრასტრუქტურის მინისტრად, პირადი უდიპლომო ადვოკატი გენპროკურორად დაგვინიშნა და სავარაუდოდ, გაამწესებს უზენაეს სასამართლოში. ივანიშვილის ნება, რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე