2019-11-12 14:50:55
თურმე, ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან-გია ვოლსკი

თურმე, ნუ იტყვით და „წინწყაროს“ მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ამ ფრაზების ხშირი განმეორებით, ადამიანებს შეიძლება სიმართლე ეგონოთ. 

„მიგვიხვდნენ, რომ თურმე ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა, რომ რაღაცა სხვა საკითხი გადავფაროთ. ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ ხშირად თუ გაიმეორებ შეიძლება შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც გადასულები არიან ყოველგვარ ზღვარს, დღეს სიმართლის რაღაც მიმართულებაზე დგანან. ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხის გასაგონად მაინც, ვინც საქმის კურსში არაა და ემოციურად არ არის დაკავშირებული იმ პერიოდთან, როცა ესენი ყავარჯნებიანი კაცის სიმბოლოთი იყვნენ წარმოდგენილები ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ამავე თემაზე