2019-11-12 14:26:20
"შე ნაბოზ..."- მიხეილ ყაველაშვილი კაკო ბობოხიძეს (ვიდეო)

"აქ გამაგრებული იყო რომან გოცირიძე თავისი აქტივისტებით. და როგორც კი ძალას კარგავენ აი ასეთ ქილიკს და სიცრუის ტირაჟირებას მიმართავენ როგორც ახლა მიმართავდა კაკოია... შე ნაბოზ..." - ასე მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის კიმიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რა დროსაც ოპოზიციის მიერ გატარებული პოლიტიკაზე საუბრობდა, აკაკი ბობოხიძეს. 

აკაკი ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან ყაველაშვილს მიმართა, „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახეო.

"2 წუთში თუ მექნება საშუალება ამათ სახეს დაგანახებთ, როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ამ ძალას როგორც იყო ეს 20 ივნისს დავინახეთ ყველა მოქალაქემ რისი გაკეთება უნდოდათ. აქ გამაგრებული იყო რომან გოცირიძე თავისი აქტივისტებით. და როგორც კი ძალას კარგავენ აი ასეთ ქილიკს და სიცრუის ტირაჟირებას მიმართავენ როგორც ეხლა მიმართავდა კაკოია... შე ნაბოზ..." 
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ პლენარული სხდომა დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილთან შეკამათება გახდა.

 

ამავე თემაზე