2019-11-12 14:05:45
პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხმაური პარლამენტში. სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი იყო. ისინი ერთმანეთს "ჩირგვებში დამალულს" უწოდებდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

შეხლა-შემოხლის გამო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ამავე თემაზე