2019-11-11 13:51:48
"ვივო მედიქალ" ჯგუფის კლინიკების უფასო სამედიცინო გასინჯვები სამეგრელოში

9- 10 ნოემბერს ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა უფასო სკრინინგული სამედიცინო გასინჯვები ჩაატარეს აბაშის და მარტვილის მოსახლებისთვის, გასინჯვები  აბაშის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

სამედიცინო გასინჯვებში მონაწილეობენ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ ექიმები: ზაზა კაციტაძე-კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; თეა თოდუა-კარდილოგი; ვახტანგ არგანაშვილი-ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი; დავით გეგელაშვილი-ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი; ინა შეროზია-ანგიოლოგი, რადიოლოგი (დოპლეროგრაფია); კობა სახეჩიძე-ზოგადი ქირურგი, ქირურგი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი; ანი ჭულუხაძე-ენდოკრინოლოგი; თენგიზ ბაღათურია-ნეიროქირურგი.

ადგილზე  უფასოდ ჩატარდა ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლძარღვების ინსტრუმენტული გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, დოპლეროგრაფია, გულის ექოსკოპური გამოკვლევა, მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა) აქცია ჩატარდება აბაშაში  9-10 ნოემბერს კლინიკა „შანა“-ს ბაზაზე

ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკები აგრძელებს რეგიონებში უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას, რომლის მიზანიც სკრინინგული გასინჯვების გზით ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

ამავე თემაზე