2019-11-11 13:46:07
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა - ამის შესახებ განცხადება, ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია:

„საქართველოს და უკრაინას ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მილიარდობით დახმარებას იღებს აშშ-სგან, თუმცა არსებობს სერიოზული პრობლემა - ეს არის ზემოხსენებული ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას ოპონენტების დევნისთვის იყენებს“. - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ამავე თემაზე