2019-11-11 13:37:47
ის არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი - ვოლსკი მეუფე პეტრეზე

“პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი მეუფე პეტრეს შესაძლო პოლიტიკაში მოსვლაზე.

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე