2019-11-11 13:29:01
მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს - პეტრე ცაავა

თუ რაიმე სიმპათიები და პოლიტიკური ხედვები გამოიკვეთა, ეს იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მეუფე პეტრეს შორის - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა  განუცხადა, რითაც  საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ მეუფე პეტრე „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია. 

„ღიმილის მომგვრელია და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ის, რაც მე გუშინ მოვისმინე მეუფე პეტრესგან, მისი პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს. მაგალითად, ორივეს მიაჩნია, რომ უშუალოდ პუტინი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს.

ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. ასევე იყო გახარიასთან მიმართებაშიც. ასე რომ, თუ რაიმე სიმპათიები და პოლიტიკური ხედვები გამოიკვეთა, ეს იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მეუფე პეტრეს შორის,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.   

ამავე თემაზე