2019-11-11 13:04:51
შსს-მ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიების დაწყებას არ გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, რათა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება აიკრძალოს და მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. კერძოდ, დეპუტატი აცხადებს, რომ ფილმი შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით.

 

ამავე თემაზე