2019-11-11 13:07:00
გახარია 20 ივნისის ღამის მსხვერპლია - მეუფე პეტრე 20-21 ივნისის მოვლენებზე

"მიმაჩნია, რომ ის (გიორგი გახარია) არის მსხვერპლი. თავის თავზე აიღო, ააღებინეს​ - ​ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

სასულიერო პირის განცხადებით, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან

"მიმაჩნია, რომ ის (გიორგი გახარია) არის მსხვერპლი. თავის თავზე აიღო, ააღებინეს. მე მიმაჩნია, იმ ძალების მსხვერპლია, ვინც 20-21 ივნისი გამოიყენა”, - თქვა მეუფე პეტრემ, რის შემდეგაც გადაცემის წამყვანი გახარიას და პეტრე ცაავას შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა.

პეტრე ცაავას თქმით, შეხვედრა 20 ივნისის მოვლენებამდე შედგა და საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, მარიხუანის საკითხს.

“არ არსებობს შემთხვევა, რომ რომელიმე პირს საერო ხელისუფლებიდან მოსვლა უნდოდეს და უარი ვუთხრა. ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე, ეს იყო მარიხუანას საკითხი”, -განაცხადა მეუფემ.

სწორედ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ მისი კადრი ალექსანდრე ხურცილავა მარტვილის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

 

 

 

 

 

"ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკლესიას ებრძვის, მაგრამ მას აქვს რიგი დაბრკოლებები"- ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

როგორც მეუფე პეტრე ამბობს, ივანიშვილს ეხუმრა კიდეც, რომ "ჩრდილოვანი მმართველობა მისი (ქართული ოცნების" თავმჯდომარის) ექსკლუზივი არ არის".

"მე მიმაჩნია, დღეს რა მმართველობის მოდელი არის... ხუმრობითაც კი ვუთხარი ჩრდილოვანი მმართველობა შენი ექსკლუზივი არ არის, საპატრიარქომ მოგცა მაგალითითქო. მიმაჩნია, რომ ეკლესია იძლევა ყველაფრის... აი როცა დაბრკოლებებია, ნებისმიერ ხელისუფლებასთან მიმართებით, იგივე კანონის ფეხქვეშ გათელა... სამივე შტოს, როცა ვადარებ მთავარს - საპატრიარქო მმართველობას, ბევრად უფრო მძიმე ხარისხია აქ - ინტრიგები, დაბრკოლება, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლების დროს"- თქვა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე: "ბიძინა ივანიშვილი უფრო დიდი საფრთხეა ამ ქვეყნისთვის თუ საპატრიარქო", მეუფე პეტრე ამბობს: "საპატრიარქო ამ არსებულ ცოდვაში სახელმწიფოებრივად ყველაზე დიდი საფრთხეა. ჯანსაღმა ეკლესიამ უნდა მისცეს მოდელი"- განაცხადა მეუფე პეტრემ და ოლიგარქის ქველმოქმედებას გაუსვა ხაზი, თუმცა იქვე აღნიშნა"რაც 2012 წლიდან ხდება ეს არის რეგრესი".

"დეოლიგარქიცზაციის, დეფეოდალიზაციისდეჩრდილოეთიზაციის მომხრე ვარ"- ამბობს მეუფე თუმცა კითხვაზე, არის თუ არა "ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარი" აღნიშნავს, რომ "ასე არ იტყოდა".

"მე როგორც ვიცი, ლავირების მომხრეა"- თქვა მან "მთავარ აქცენტებში".

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის სკანდალს სასულიერო პირი ამბობს, რომ რეზონანსული საქმის შემოქმედი საპატრიარქოა.

"ეს იყო შიდა სკანდალი, ინტრიგები, ვფიქრობ, რომ ის (ივანიშვილი) დაარწმუნეს, რომ იქ რაღაც ხდებოდა და იფიქრა, რომ თუ პატრიარქი გარდაიცვლებოდა, ხელისუფლებას რაღაც კოზირი უნდა ჰქონოდა"- განაცხადა მეუფე პეტრემ და იქვე დასძინა, რომ "ივანიშვილთან მიმართებით ფრთხილი იქნება".

მისივე განცხადებით, ზუგდიდის არჩევნების წინ ივანიშვილმა მასთან შეხვედრა თავად მოითხოვა, სადაც უთხრა, რომ "პატიმრობაში მყოფ მამალაძეს, მალე გამოუშვებდნენ".

მეუფე პეტრე ივანიშვილის დაინტერესებას ზუგდიდის შუალედურ არჩევნებს არ უაკავშირებს.

ამავე თემაზე