2019-11-11 12:31:13
ვასაძე და ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის - რატიანი

ვასაძე და ბიძინა ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატი სერგო რატიანი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა, და ბიზნესმენის, ლევან ვასაძის შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს. როგორც ვასაძე თქვა, ივანიშვილი მას ორჯერ შეხვდა. 

“კონკრეტულად რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე მაგის მარჩიელობას არ დავიწყებ, მაგრამ ვასაძე და ბიძინა ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის.

მეორე არის, რომ პრორუსი ამომრჩეველი საქართველოში სასრულია და ეს უნდა გაიყონ და მერე შეაერთონ, ალბათ, არჩევნების მერე, თუ ამას საერთოდ მოახერხებენ. რუსებიც და პრორუსებიც საქართველოში ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად მიიპყრონ ეს პრორუსი ამომრჩეველი, თუნდაც ცალცალკე და შემდეგ ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან კოალიცია. ეს არის ის, რაზეც დღეს შეიძლება, დღეს ვილაპარაკოთ.

დანარჩენი, თუ რაზე ლაპარაკობდა ეს ორი ინტელექტუალი, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ",- აცხადებს რატიანი.  

ამავე თემაზე