2019-11-11 12:29:38
2020 უნდა იყოს ივანიშვილის დაისი, როგორც მორალესმა დაასრულა თავის მმართველობა, ასე მოუწევს ივანიშვილსაც - უგულავა

2020 უნდა იყოს ივანიშვილის დაისი,  როგორც მორალესმა დაასრულა თავის მმართველობა, ასე მოუწევს ივანიშვილსაც - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, მთავარი არხის ეთერში საუბრისას გააკეთა.

"ის, ვინც საქართველოზე ფირქობს, იმას, ვისაც საქართველოსთან აქვს შეხება - აბსოლუტური თანხმობაა, რომ 2020 უნდა იყოს ივანიშვილის დაისი. ეს აკვიატების საგანი არაა, ამას მიუთითებს კვლევები, საზოგადოების განწყობილებები, რომლებიც იგრძნობა და ჩვენი პარტნიორები ამას გრძნობენ, რადგან დემოკრატია ხალხის განწყობას ეფუძნება. ხალხის განწყობა ასეთია და თუ ამის საპირისპირო მივიღეთ, ესე იგი, ივანიშვილი ძალადობს და ამ ძალადობაში მას აღარავინ გაყვება. როგორც მორალესმა დაასრულა თავის მმართველობა, ასე მოუწევს ივანიშვილსაც.” - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე