2019-11-11 12:12:29
ივანიშვილი ყინულმჭრელი და წყაკლტუბო

ერთ-ერთი მთავარი ძალა, ვინც იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდვრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხილვის დაწყებამდე განუცხადა. თურნავას თქმით, პროექტთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო. 

,,ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას ვინ რას გააკეთებს, ანუ სხვადასხვა მონაწილე. სახელმწიფო რა როლს შეასრულებს, კერძო სექტორს რა ფუნქციის შესრულებას ვთავაზობთ. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ძალა, ვინც იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში, მაგრამ რადგან პროექტი თავისი მასშტაბით სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და რეაურად ესაა სახალხო პროექტი, გვინდა ყველაფერი დეტალურად გაიწეროს",- აცხადებს ნათია თურნავა.   

ამავე თემაზე