2019-11-11 11:48:18
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ლომჯარიას თქმით, მისმა უწყებამ ამ საკითხზე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. როგორც სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, სარჩელი ეფუძნება, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ეუთოს ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე მოსამართლეთა შერჩევის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს. 

„კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქეთა საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს დადამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასმართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპებს.  აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ეუთოს ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე მოსამართლეთაშერჩევის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული მონიტორინგი მოგეხსენებათ ჩაატარა საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე ეუთო ოდირმა. პრობლემატური იყო ორი საკითხი: პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს.

"მიგვაჩნია, რომ შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალდებულოს თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და რატომ უთხრა უარი მეორეს. გასაჩივრების უფლების არარსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლოს წესით დაამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას საკუთარი პროფესიული, თუ სხვა პიროვნული უპირატესობის შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ამავე თემაზე