2019-11-11 11:14:08
გორში, სანადიროდ წასული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

გორში, სოფელ ილოზში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ნადირობის დროს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ამავე თემაზე