2019-11-11 10:53:34
როგორც პოლიტიკოსს ბურჯანაძეს მეტ ნდობას ვუცხადებდი, ვიდრე მარგველაშვილს - მეუფე პეტრე

გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში" სტუმრობისას მეუფე პეტრეს განცხადებით, ის როგორც პოლიტიკოსს,  ნინო ბურჯანაძეს მეტ ნდობას უცხადებდა, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.  

“პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე ჩამოვიდა და პატრიარქს უთხრა, თუ არაგულწრფელია, მის სინდისზე იყოს. პუტინმა მითხრაო, რომ ეს შეცდომა, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება, მედვედევმა დაუშვა, ამას როგორ ვიზამდიო. მინდა დავიჯერო, რომ უკან დასახევი დაიტოვა. ანუ, ჯერ კიდევ რესურსი არსებობდა. მე რუსეთთან ურთიერთობის და დიალოგის მოხრე ვარ და მიმაჩნდა, რომ მარგველაშვილისაგან განსხავვებით, ბურჯანაძე ამას უკეთ მოახერხებდა. თუ ეს მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა, გაიშიფრებოდა. როგორც პოლიტიკოსს მას მეტ ნდობას ვუცხადებდი, ვიდრე მარგველაშვილს",- განაცხადა მეუფე პეტრე.  

ამავე თემაზე