2019-11-11 11:00:24
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა და ქვეყანა დატოვა

ბოლივიის პრეზიდენტი ევრო მორალესი გასულ თვეს ჩატარებული არჩევნების გაყალბების ბრალდების და 3-კვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობას ტოვებს.  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, მორალესის თვითმფრინავმა ქვეყანა უკვე დატოვა. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მორალესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა.

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა გაიმარჯვა. ამას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ოფიციალური პირების თქმით მორალესმა ხმების 47.1% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა კარლოს მესამ კი 36.51%, რითიც მორალესმა მეორე ტური თავიდან აიცილა. ამგვარად, მორალესი, რომელიც ბოლივიას 13 წელია მართავს, ქვეყნის სათავეში 2025 წლამდე დარჩებოდა.

ამავე თემაზე