2019-11-11 10:47:42
არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს - მეუფე პეტრე

არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს - ამის შესახებ განცხადება, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ გააკეთა.

"მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა - გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით - ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე - აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით” - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

ამავე თემაზე