2019-11-11 10:53:22
მე პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართველი ერისა - ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მტრად მოისაზრებს. აღნიშნული განცხადება, მან ვერის ბაღში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც თავის მომხრეებთან ერთად ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" აპროტესტებდა.

“უცნაურ რაღაცას ვიზამ ეხლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, იმიტომ, რომ მე პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართველი ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც, სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა - განმეორებითი შეკითხვები, რაც უკვე ვთქვი, იმაზე არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამითი, იმიტომ, რომ პირველად მოვესწარი ასეთ რაღაცას”,-განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამავე თემაზე