2019-11-11 10:36:46
გაბუნიას თქმით, მას სასულიერო პირი სექსუალურად ავიწროებდა

გადაცემა “პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას თქმით, მას სასულიერო პირი სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ მან გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მონოლოგში გაბუნია არ ასახელბს კონკრეტულად არც ტაძარს და არც სასულიერო პირს, ის ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ “წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთ ეკლესიაში“ მოხდა. მისი მონაყოლის მიხედვით, სასულიერო პირი მას შეეხო.  

გაბუნია ამბობს, რომ ეს რამდენჯერმე განმეორდა, იმის შემდეგ კი რაც მან პროტესტი გამოთქვა და ტაძარი დატოვა, დაინახა, რომ იგივე მღვდელთან სხვა ახალგაზრდა იყო, რომელიც, მისივე ვარაუდით, ამ პირისგან სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდებოდა.   

ამავე თემაზე