2019-11-09 11:15:32
ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოვითხოვთ პასუხს  რატო კეთდება პროექტები ისე, რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები - ბაქრაძე

ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოვითხოვთ პასუხს  რატო კეთდება პროექტები ისე, რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები - "ევროპული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

დავით ბაქრაძესთან სოფელ ნაკიფუში მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. მოსახლეობის ინფორმაციით ორი წელია სოფელს სასმელი წყალი არ აქვს,  წყალმომარაგების პროექტზე 200 ათასი ლარი დაიხარჯა, გაკეთდა ჭაბურღილები, გაკეთდა წყალგაყვანილობა,  თუმცა წყლის ტუმბოს სიმძლავრე არ ყოფნის სოფელს წყლის მომარაგებაში და 160 - ოჯახს ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება.  დავით ბაქრაძის განცხადებით "ევროპული საქართველო" საპარლამენტო კონტროლზე აიყვანს აღნიშნულ პრობლემას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუწოდებს დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. 

"2 წელია რაც სოფელში დასრულებულია წყალმომარაგების პროექტი დაიხარჯა 200 000 ლარზე მეტი თანხა. გაკეთდა ჭაბურღილები, გაკეთდა გაყვანილობა, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ადამიანებს არა აქვთ წყალი იმ მიზეზით, რომ ტუმბო რომელიც იყო მოტანილი და გაკეთებული მას არ ყოფნის სიმძლავრე იმისათვის, რომ წყალი მივიდეს ოჯახებამდე. ფაქტიურად  წყალში გადაიყარა 200 000 ლარი და წლები გადის ისე, რომ ადამიანებს არ აქვთ ოჯახში სასმელი წყალი. "ევროპული საქართველო" საკითხს აუცილებლად ავიყვანთ საპარლამენტო კონტროლზე და აუცილებლად მოვითხოვთ პასუხს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან თუ რატო კეთდება პროექტები ისე, რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები რაც მათ აქვთ"- განაცხადა დავით ბაქრაძემ

 

 

 

 

ამავე თემაზე