2019-11-09 11:09:10
კინოთეატრ "ამირანთან" დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი არამედ ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს - დეა მეტრეველი 

კინოთეატრ "ამირანთან" დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი არამედ ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს - ასე ეხმაურება, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი გუშინ კინოთეატრ "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა იმართებოდა.

"გუშინ კინოთეატრ "ამირანთან" დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი არამედ სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს. ქართული საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების მცდელობა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მხატვრული ნაწარმოებების შინაარსის გამო ხელოვანების და არტისტების დევნა, შსს-ს მხრიდან მხატვრული ნაწარმოებებზე მოკველვის დაწყება თუ მსგავსი სხვა სამარცხვინო პროცესები ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, დაგვარწმუნონ რომ „დამარცხებული“საზოგადოება ვართ და არ გაგვაჩნია განვითარების არანაირი პერსპექტივა"- - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა.

ამავე თემაზე