2019-11-08 20:00:00
კინოთეატრ "ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა

კინოთეატრ "ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. სუბელიანს აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს. მას დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული კინოთეატრში ფილმის საყურებლად იყო მისული.

ანა სუბელიანი სისხლდენით, ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს კლინიკაში.

ამავე თემაზე